რუსთავში კორონავირუსის გამო 2 ბაღია დახურული

2021-12-06 14:40:34

რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების გამო 2 ბაგა-ბაღია დახურული.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დახურულია 23-ე, 37-ე სააღმზრდელო დაწესებულებები.

გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ბაღში დახურულია 7 სააღმზრდელო ჯგუფი.

ხუციშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში კორონავირუსი როგორც აღსაზრდელებს,ის აღმზრდელებს დაუდასტურდათ.