ევაკუაცია “რუსთავი მოლში” [video]

2021-12-05 23:06:11

"რუსთავი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა. [ვიდეო/video]

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მოქალაქეებმა მიაწოდეს და დაინტერესდნენ, რა იყო განგაშის მიზეზი ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრში.

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ განგვიცხადა, ჰიპერმარკეტ "კარფურში" განგაშის სიგნალი ჩაირთო და უსაფრთხოების სამსახურმა მომხმარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა. 

კომენტარისთვის  "კარფურს" დავუკავშირდით. კომპანიაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, რომ "ხანმკლე ტექნიკური ხარვეზი იყო".

მომხმარებლების ინფორმაციით, რამდენიმე წუთში ისინი შენობაში შეუშვეს და მუშაობა სავაჭრო ცენტრში ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

ვიდეო © ილია აბაშიძე

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები