ეპიდვითარება რუსთავში

2021-12-04 19:41:12

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 42 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 1 11 პირი შემოწმდა.

11 პირს ვირუსი "პსრ" კვლევით დაუდგინდა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 99 პირი გამოიკვლიეს.