"პატრიოტთა ალიანსმა" რუსთავში შეხვედრა გამართა

2017-08-27 17:45:43

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი რუსთაველ მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებისგან პრიორიტეტულად მოსაგვარებელი პრობლემები მოისმინა და დახმარებას დაპირდა. ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია რუსთავის მერობის კანდიდატს უახლოეს პერიოდში წარადგენს. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა 17 სექტემბერს თბილისში გასამართი მსვლელობა დაანონსა და რუსთაველებს აქტტიურობისკენ მოუწოდა.