,,სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრმა" საჯარო შეხვედრას უმასპინძლა.
ორგანიზაციის მკვლევარმა დამსწრე საზოგადოებას ,,ქალთა ფონდისა" და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მომზადებული კვლევა გააცნეს.
შეხვედრას ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის თვითმართველობის, მედიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1 წლის განმავლობაში, CARDC-მა ქვემო ქართლის რეგიონში ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები იკვლია. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას სპიკერის რანგში ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა.
პროექტი ,,გენდერული პოლიტიკის კვლევა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში" ,,ქალთა ფონდისა" და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.