ვაქცინაცია 34 000-ზე მეტი მოქალაქეს უკვე ჩატარებული აქვს

2021-12-04 15:22:50

რუსთავში პენსიონერთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა გაუმჯობესრბულია.

გაუმჯობესებული ტემპით მიმდინარეობს 60 წელზე მეტი ასაკის მქონე მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი რუსთავში, სადაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ზოგადი სამიზნე ჯგუფის 50 %-ს, 34 000-ზე მეტი მოქალაქეს უკვე ჩატარებული აქვს.

იმუნიზაციის პროცესის გამარტივებაში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლში მცხოვრები ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ვაქცინაციის ცენტრამდე მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს.  მოხუცთა თავშრესაფრის მცხოვრებთა 50%-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩატარებული აქვს. კლინიკა "რუსთავში" მიმდინარე იმუნიზციის პროცესს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი.

"პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცთა სახლის ბენეფიციარების აცრა. როცა  ასაკოვანი ადამიანები ერთ სივრცეში  ცხოვრობენ,  კოვიდის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მათ  იმუნიზაციას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც დამოკიდებულია ადამიანებამდე ინფორმაციის სწორად და კარგად მიწოდებაზე. დღეს მოხუცთა სახლში მცხოვრები სამი ქალბატონი საკუთარი სურვილით აიცრა, ჩვენი მოხუცთა სახლის ბენეფიციარების 50 % -ს იმუნიზაცია უკვე ჩატარებული აქვს და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა ოთარ ტატალაშვილმა.

ვაქცინაციის სტატისტიკა საგრძობლად გაუმჯობესებულია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რომელიც ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200 ლარიან დანამატს ითვალისწინებს. "ვაქცინაციის ტემპმა ბოლო პერიდში საგრძნობლად იმატა, რაც ჩემი აზრით დაკავშირბულია 200 ლარიან წახალისებასთან და მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან. დღეში საშუალოდ 150 ადამიანს ვცრით ჩვენთან, როცა წინა პერიოდში, ვაქცინაციის მსურველი  30 ბენეფიციარი მოგვმართავდა მხოლოდ"- განაცხადა კლინიკა "რუსთავის" ექიმმა ნინო მაღრაძემ.

ქვემო ქართლის მასშტაბით იმუნიზაციის პროცესი უკვე გავლილი აქვს 16 921 პენსიონერს, აქედან 4232 პირი 8 ნოემბრის შემდეგაა აცრილი.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.