გახარიას პარტიამ რუსთავის საკრებულოს სხდომა დატოვა [video]

2021-12-03 14:14:51

პარტია “გახარია-საქართველოსთვის” რუსთავის საკრებულოს სხდომა დატოვა.

ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების მე-2 ტურში.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე I ტურში ვერ აირჩიეს.

სხდომაზე წარმოდგენილი 2 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო ხმათა უმრავლესობა დაეგროვებინა.

პარტია “გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატმა,ნოდარ შეროზიამ 3 ხმა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, მამუკა რეხვიაშვილმა კი 16 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის საჭიროა 18 ხმა.