რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
პარტიის წევრებმა სხდომა დატოვეს და როგორც აცხადებენ, მოლაპარაკებებზე “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატებს საკრებულოს შენობის გარე ტერიტორიაზე დაელოდებიან, თუმცა გახარიას პარტიის წევრის, ნათია შელეგიას თქმით, მათი პოლიტიკური ძალა არცერთ პარტიასთან მოლაპარაკებას არ აპირებს და თუ ეს მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ ღია ფორმატში.