უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი რუსთავში

2021-12-03 11:40:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან, სახლართი ტიპის ბადით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას. შედგა შესაბამისი ოქმი. თევზჭერის უკანონო იარაღი, გასაბერი ნავი და 1კგ-მდე უკანონოდ მოპოვებული თევზი დაილუქა.

ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. თევზი მოპოვებული არ ჰქონდა, შედგა შესაბამისი ოქმი.