ვადაგასული პროდუქტი რუსთავის მაღაზიებში

2021-12-02 19:06:19

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოემბრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.

დაჯარიმებულ ობიექტებს შორის არაქსელური სასურსათო მაღაზიებია, რომელთაც 200-დან 500 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაეკისრათ.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტები ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, გეგმიურად თუ არაგეგმიურად რუსთავში 22, ქვემო ქართლში კი 67 ობიექტი შემოწმდა, აქედან 4 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები