რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი

2017-08-27 14:21:21

39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 176 - სტუდენტი გახდა. მაია მიმინოშვილის განცხადებით ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან,100%-იანი გრანტი 1009 აბიტურიენტმა აიღო.70%-ინი გრანტი აიღო 1457 აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტი 4081 აბიტურიენტმა. მიმინოშვილის განმარტებით გამოცდების ბარიერი 363 ბიტურიენტმა გადალახა თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ.

 2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.