დაგჭირდებათ თუ არა "რუსთავი მოლში" შესასვლელად "მწვანე პასპორტი"

2021-12-02 22:05:11

"რუსთავი მოლში" შესასვლელად "მწვანე პასპორტი" არ დაგჭირდებათ, თუმცა თუ გსურთ ისარგებლოთ იმ კვების ობიექტებით, რომლებიც სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, მაშინ მისი წარდგენა კონკრეტულად ამ დაწესებულებებში მოგიწევთ.

ტანსაცმლის მაღაზიებსა და კარფურში, რომელიც "რუსთავი მოლშია" განთავსებული, შეხვალთ მწვანე სტატუსის გარეშეც.

სავაჭრო ცენტრი 22:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, "რუსთავი მოლი" უკვე გაიხსნა. ქალაქის მთავარ სავაჭრო სივრცეში არაერთი ცნობილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბრენდი, ტექნიკის, სურსათის, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზია, ასევე კვების ობიექტი იქნება წარმოდგენილი. მათი ნაწილი უკვე გახსნილია, ნაწილი კი ეტაპობრივად შეუდგება მუშაობას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები