13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სტაბილურია.
დაშავებული თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ კლინიკა რუსთავში იქნა შეყვანილი. კვლევების ჩატარების შემდეგ კი მოზარდი კლინიკა "რუსთავიდან" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ გოგონა ქირურგიული ჩარევის განხორციელებას არ საჭიროებდა. მისი ჯანმრთელობის მდგოარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.