ქართველი მინისტრების სესხები

2017-08-27 12:33:05

საქართველოს მინისტრთა კაბინეტიდან, სასესხო ვალდებულებები 8 მინისტრს არ უფიქსირდება.ყველაზე მეტი სესხი სპორტის მინისტრს აქვს, ყველაზე ნაკლები კი იუსტიციის მინისტრს. სესხები მინისტრთა კაბინეტის წევრებს როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

•
იპოთეკური სესხი - 173 500 USD - ქართუ ბანკი

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა: 

•
იპოთეკური სესხი - 65 000 GEL - თიბისი ბანკი
•
სამომხმარებლო სესხი - 13 000 USD - თიბისი ბანკი
•
შპს აი-ბი-ეფ-ზე გაცემული სესხი - 13 000 USD;

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი:

•
სესხი - 800 000 GEL - შპს კრეს ავტო ჰაუსი;
•
იპოთეკური სესხი- 513 000 USD- საქართველოს ბანკი;
•
სესხი - 24 000 USD - თიბისი ბანკი (მისი მეუღლის, ეკატერინე ინასარიძის სახელზე)
ამასთან, მინისტრს დეკლარაციაში სხვა სესხებიც აქვს მითითებული, თუმცა, მათ შემთხვევაში გასავალი არ უფიქსირდება;

საგარეო საქმეთა მინსიტრი მიხეილ ჯანელიძე:

•
იპოთეკური სესხი, - 13 000 USD თიბისი(მისი მეუღლის ნინო ეგრისელაშვილის სახელზე)

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი:

•
იპოთეკური სესხი - 17 500 USD - საქართველოს ბანკი
•
სამომხმარებლო სესხი - 30 000 GEL თიბისი ბანკი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი:

•
სესხის გადაფარვა ს.ს. ქართუ ბანკში - 41 000 USD - საქართველოს ბანკი

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე:

•
იპოთეკური სესხი - 50 000 USD- თიბისი ბანკი;
•
იპოთეკური სესხი - 60 300 USD - თიბისი ბანკი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

•
სესხი სამომხმარებლო - 13 686 GEL- საქართველოს ბანკი

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი:

•
სამომხმარებლო სესხი - 30 000 GEL- ბანკი ქართუ

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე:

•
იპოთეკური სესხი - 63 000 USD - თიბისი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი:

•
უძრავი ქონების სესხი- 450 000 EUR (მის მეუღლის არმინ ჰუთენლოხერის სახელზე
)

წყარო:bm.ge