დრიფტაობა რუსთავი-თბილისის ავტობანზე [video]

2021-12-12 00:42:08

"მექორწილეების დრიფტაობა“ რუსთავი-თბილისის ავტობანზე. [video/ვიდეო]

რამდენიმე წუთის განმავლობაში, აღნიშნულის გამო, ავტომანქანების მიმოსვლა ავტობანზე შეფერხებული იყო, გარდა ამისა არც ისე დაბალი იყო რისკი იმისა, რომ „დრიფტაობა“ არასახარბიელო შედეგით  დასრულებულიყო, ანუ მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ 2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და 450 ადამიანი დაიღუპა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქორწილის ესკორტში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით საქართველოში - 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან რამდენიმე მსხვერპლით დასრულდა.