1 დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 ნოემბერი +14°C, 1 დეკემბერი +11°C, 2 დეკემბერი +11°C, 3 დეკემბერიი +10°C.