რუსთავის კოვიდკლინიკებში მიმართვიანობამ იკლო

2021-11-29 20:17:36

რუსთავის კოვიდმიმღებ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა წინა კვირებთან შედარებით შემცირებულია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებებში განუცხადეს.

მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია და თავისუფალი ადგილებიც აქვთ, თუმცა ამბობს, რომ მათ კლინიკაში შესული ინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად მძიმეა და კვლავ პაციენტთა მძიმე კატეგორიის კონტინგენტი რჩება.

"რაოდენობაში იგრძნობა შემცირება, თუმცა მიმდინარეობაში უმძიმესი კონტინგენტი შემოდის",- აცხადებს კაპანაძე.

კლინიკა "რუსთავში" ამბობენ, რომ პაციენტების მიმართვიანობა მათთანაც შემცირებულია. თერაპიაში არის ადგილები, თუმცა რეანიმაცია კვლავ სავსეა.

მიმართვიანობა შემცირებულია ქალაქიც ცენტრალურ კლინიკაშიც, თუმცა ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში მომატებულია ლეტალობის შემთხვევები. პაატიშვილის განმარტებით, გარდაცვალების შემთხვევების მატება წინა კვირებში არსებული მძიმე ეპიდვითარების შედეგია.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები