რუსთავის მასშტაბით 4 სკოლა სწავლების სრულ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, 1-ლი, მე-2, მე-6 და 26-ე საჯარო სკოლების დახურვის მიზეზი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კორონავირუსი დადასტურება გახდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა 26-ე საჯარო სკოლის დამლაგებელს, თუმცა ხეჩიკაშვილის თქმით, მას შეხება არც მოსწავლეებთან და არც მასწავლებლებთან არ ჰქონია, შესაბამისად, სკოლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სწავლის პროცესს.