ზაფხულის ბოლო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2017-08-26 20:15:39

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით - 27-28 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +30°C, +35°C, ხოლო მთიან რაიონებში +27°C, +32°C გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთში იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 27 აგვისტო +32°C, 28 აგვისტო +33°C, 29 აგვისტო +35°C, 30 აგვისტო +35°C, 31 აგვისტო +31°C.

ბათუმში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 27 აგვისტო +27°C, 28 აგვისტო +28°C, 29 აგვისტო +27°C, 30 აგვისტო +26°C, 31 აგვისტო +25°C.