ისლანდიიდან ქართველებს სამშობლოში დააბრუნებენ

2017-08-26 16:58:56

ისლანდია საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ აღარ დააკმაყოფილებს და მათ სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

გიგი გიგიაძის ინფორმაციით, ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ 19 ივლისს გამოქვეყნდა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისლანდიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ აღარ დააკმაყოფილებს, შესაბამისად მათ რამდენიმე დღეში დააბრუნებს  სამშობლოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაუყოვნებლივ აისახება შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში და დეპორტირებული პირებს შესაძლოა სანქციები დაეკისროთ, კერძოდ ფულადი ჯარიმა და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.