რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, სამმა არასრულწლოვანმა მაღაზია დისქაუნთერის მინის კარი ქვით შეამტვრია. ერთერთმა ბიჭმა კარები გახსნა და შიგნით შეღწევა მოახერხა.
არსებული ინფორმაციით წაღებულია 10-მდე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.
რუსთავის პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მალევე მოახერხა, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.