რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჯიპისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს ერთ-ერთმა მგზავრმა დაზიანებები მიიღო და მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
მშენებელთა ქუჩაზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.