რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაიწვა. [video/ვიდეო]
როგორ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მოძრაობის დროს მძღოლმა ავტომობილში ხმა გაიგო, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, რა დროსაც ავტომობილის უკანა ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟიც და სპეციალური ქაფით ცეცხლი ჩააქრო. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
რუსთაველის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.