ნინო ლაცაბიძის გაფრთხილება [video]

2021-11-28 12:19:55

"ეს არის გულგრილობის, დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობის კარგი მაგალითი როგორც მერიის, ისე კერძო კომპანიის, რომელიც ასრულებდა ამ სამუშაოებს",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მე-7 მიკრორაიონში ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშოები მონახულების დროს განაცხადა და ვიდეო ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, ქალაქში მიმდინარე პროექტები უნდა სრულდებოდეს ხარისხიანად და ვადებში.

ლაცაბიძე ამბობს, რომ მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულები პირველ ეტაპზე გაფრთხილდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში სამსახურის დატოვება მოუწევთ.

"მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ არცერთი ასეთი გულგრილობა არ დარჩება ჩემი ყურადღების მიღმა. პირადად ვივლი ყველგან და ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებში მომუშავე პირები მიიღებენ ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში დატოვებენ სამსახურს. ქალაქში პროექტები უნდა სრულდებოდეს ვადებში, რაც მთავარია, ხარისხიანად. ყველა უნდა მოეკიდოს თავის საქმეს დიდი პასუხისმგებლობით",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები