მეგობრობის #16 ბინის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავთან“ დაზინებული წყლის მილით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. ადგილობივების თქმით, მილი უკვე ერთი კვირაა დაზიანებულია, რის გამოც ეზო და კორპუსის სარდაფებია დატბორილი. მათი განცხადებით, კორპუსის თავმჯდომარემ, სხვადსხვა სამსახურს პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. კომპანია „რუსთავის წყალმა“ ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ „ინფო რუსთავისგან“ შეიტყო. კომპანიაში განაცხადეს რომ, დაზიანებული მილის შეკეთებაზე პასუხისმგებობა მათ არ ეკისრებათ, თუმცა ამის მიუხედავად „რუსთავის წყალი“ მილის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს.