ისლანდიაში, მდინარე ჰვითაში დაღუპული ნიკა ბეგაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
ამ დროისთვის ნიკა ბეგაძის ცხედარი რუსთავში, საკუთარ სახლში თოდრიას მე-3 ჩიხშია დასვენებული, ხვალ კი კახეთში გადაასვენებენ, სადაც სოფელ ვაზისუბანში დაკრძალავენ. ნიკა ბეგაძის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაფარა.
შეგახსენებთ, 22 წლის რუსთაველი ახალგაზრდა 19 ივლისს ისლანდიაში გაუჩინარდა, მისი ცხედარი კი რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ 13 აგვისტოს გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში იპოვეს.