რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-11-26 00:07:50

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ნოემბერს 11:00-დან 18:00 სათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, მეგობრობის, შარტავას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.