რუსთავში, კოსტავას გამზირის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
არსებული ინფორმაციით, გაზის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ასეული აბონენტი.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს, მიზეზი ავარიული შემთხვევაა და მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღუდგებათ.