რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ლეიბს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.