რუსთავში კოვიდ19-ს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა

2021-11-22 19:02:43

რუსთავის კოვიდკლინიკებში 20, 21 და ნოემბერს კორონავირუსს 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1 ქალი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. როგორც კლინიკური დირექტორი მანანა კაპანაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი 74 წლის იყო და მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

2 ინფიცირებული გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. როგორც ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განაცხადა, გარდაცვლილებს შორის 80 წლამდე ქალი და მამაკაცია.

პაატიშვილის თქმით, არცერთი მათგანი არ ყოფილი ვაქცინირებული და ორივეს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები