რუსთავის მერია საახალწლოდ ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

2021-11-27 11:30:43

რუსთავის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ ახალ ნაძვის ხესა და განათებებს ყიდულობს.

ნაძვსი ხისა და განათებების შესაძენად ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა.

ტენდერების მიხედვით, გარე გამოყენების ხელოვნური საშობაო ნაძვის ხის შესასყიდად 15 254 ლარია გამოყოფილი. მერიის მოთხოვნაა, რომ ხის სიმაღლე არანაკლებ 7მ და არაუმეტეს 8,5მ უნდა იყოს, ხოლო ტოტების რაოდენობა არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად განთავსება ახალი საშობაო ნაძვის ხე.

ნაძვის ხის გარდა მერია საახალწლოდ გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებსაც შეიძენს, რომელისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 68 855 ლარია გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები