რუსთავში 5 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა

2021-11-22 16:49:24

რუსთავის მასშტაბით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 5 სკოლაა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე მე-6, მე-9, მე-11 და 26-ე საჯარო სკოლები, ხოლო ოთხშაბათიდან მათ სიას შეუერთდება მე-2 საჯარო სკოლაც, სადაც კორონავირუსი მასწავლებელსა და სამ მოსწავლეს დაუფიქსირდა.

ხვალიდან კი დისტანციური სწავლებიდან დასწრებითზე გადადის მე-5, მე-7, 21-ე და 23-ე სკოლები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები