რუსთავში მოზარდს ეძებენ.
"ინფო რუსთავს" დაკარგული ბავშვის მშობლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ:
"13 წლის გიორგი ჩიტია სახლიდან 11:20 წუთზე გავიდა და მეგობრობის გამზირზე არსებულ ინგლისური ენის ცენტსი 11:30 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა გაირკვა რომ ცენტრში არ მისულა. ბავშვს ამ დრომდე ვეძებთ".
არსებული ინფორმაციით ბიჭს ტანთ ეცვა: მუქი ფერის ჯინსის პერანგი, მუქი ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები.
თუ აღნიშნული ბიჭი სადმე შეამჩნიეთ დარეკეთ 595 02 02 27.