ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანა გორის კლინიკის ტერიტორიაზე უკვე შევიდა.
თბილისიდან სააკაშვილის ეტაპირება, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო ესკორტის თანხლებით მოხდა.
გორში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.