რუსთავის მერიის აიიპ-ის ხელმძღვანელმა სამსახური დატოვა

2021-11-19 18:36:27

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა სამსახური დატოვა.

როგორც რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბეგაშვილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მერის მოადგილის ინფორმაციითვე, ჯერჯერობით ცნობილი არაა, ვინ უხელმძღვანელებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები