კოვიდ19-ის შემთხვევები რუსთავის ბაღებში

2020-11-18 19:04:08

კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის კიდევ 2 ბაგა-ბაღში დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ვირუსის შემთხვევები N37 და N25 სააღმზრდელო დაწესებულებებში დადასტურდა.

ხუციშვილის ინფორმაციითვე, N37 ბაღში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელია, N25-ში კი თანამშრომელი.

სააღმზრდელო დაწესებულებებიდან არცერთის დახურვა არ მომხდარა. როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც  ბაგა-ბაღებში კონტაქტების წრის გამოკვლევა მოხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები