როდიდან იწყება რუსთავის ახალი მერის უფლებამოსილება

2021-11-18 17:35:03

რუსთავს ახლადარჩეული პირველი ქალი მერი ჰყავს, თუმცა ნინო ლაცაბიძეს ჯერ მერის უფლებამოსილება არ აქვს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძის მერის უფლებამოსილება 22 ნოემბრიდან იწყება, რადგან საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიამ კი შემაჯამებელი ოქმი 10 ნოემბერს შეადგინა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მე-7 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას, მის თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს და ცნობილი გახდება, თუ როდის გაიმართება ახალარჩეული საკრებულოს სხდომა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები