როგორი იქნება ე.წ. "სტამბულის" ბაზარი (ფოტოები)

2017-08-24 20:13:59

ე.წ. „სტამბულის“ ბაზრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე დაწყებულია ტანსაცმლის კომპლექსის კეთილმოწყობა. შენობას ექნება ახალი სახურავი, მიმდინარეობს ძველის დემონტაჟი და თუნუქის ფილების მაგივრად მონტაჟდება თბოიზოლაციის შემცველი სენდვიჩ-პანელები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვან რაც ამ დრომდე არ იყო მოგვარებული ეს არის კონდიცირების სისტემის არ არსებობა. დამონტაჟდება კონდიცირების სისტემა, ზამთარ-ზაფხულს კომპლექსში იქნება კონტროლირებადი ტემპერატურა. მოხდება სავაჭრო დახლების კეთილმოწყობა. ასევე გაკეთდება ახალი პარკინგი რომლის შესასვლელიც XVI მიკრო-რაიონიდან იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 თვეში დასრულდება, სექტემბრის ბოლოსთვის კი რუსთაველებს უკვე ახალ კომპლექსში მოემსახურებიან. ბაზრობის მფლობელი კომპანია ინვესტიციის სახით აპირებს რომ 1.5 მილიონ ლარი დახარჯოს. აღსანიშნავია რომ იგივე რაოდენობის ინვესტიცია პროდუქტების სექციის კეთილმოწყობაში უკვე ჩაიდო.

ბაზრობის მფლობელი ასევე აცხადებს რომ მოვაჭრეეებს დაეხმარება და ურთიერთშეთანხმების შემდეგ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს რათა მათ მოახდინონ კომპლექსში ახალი პროდუქციის შემოტანა. ე.წ. „სტამბულის“ ბაზრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ემსახურება იმ მიზანს რომ რუსთაველებმა შეძლონ და დიდი არჩევანის პირობებში, დაბალ ფასში, კომფორტულ გარემოში მიიღონ მაღალი მომსახურების სრული სერვისი. ®