რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია

2021-11-17 11:03:57

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.

ავტობანის ფონიჭალა-ორთაჭალის მონაკვეთზე მძღოლებს ცალმხრივარ უწევთ გადაადგილება. გზა თავისუფალია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ხოლო ორთაჭალის ავტოსადგურიდან რუსთავის მიმართულებით ჩაკეტილია.

როგორც მძღოლებმა ინფო რუსთავს განუცხადეს აღნიშნულ მონაკვეთზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა.

ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.