რუსთაველ ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2021-11-16 18:08:41

რუსთაველ 8 წლის მარიამ დემეტრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მცირეწლოვანს  ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის ბებიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ აუღეს ბიოფსია.

პასუხი კარგი აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ ისევ აქვთ კლინიკაში 5000 დოლარამდე ვალი და თუ ამ ვალს არ დაფარავენ მარიამს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია შეუწყდება.

ანგარიშის ნომრებია:

თიბისი ბანკი - GE28TB7659845061100078

საქართველოს ბანკი - GE29BG0000000498673990

მიმღები -  სოფიო დემეტრაშვილი (დედა)