ჯილდო რუსთაველ მოსწავლეებს

2021-11-16 16:32:58

რუსთავის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები 500-ლარიან ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.

როგორც ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში ოქროსმედალოსანი მოსწავლეების 500 ლარით დაჯილდოება უკვე გათვალისწინებულია.

"რუსთავის სკოლებში ბავშვები, ვინც ოქროს მედალზე დაამთავრებენ, მუნიციპალიტეტის მხრიდან წახალისდებიან 500 ლარიანი ჯილდოთი. ბიუჯეტში ეს უკვე გათვალისწინებულია", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები