რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება/რეაბილიტაცია მოხდება

2021-11-16 16:46:08

რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსებს გამაგრება/რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას ახლადარჩეული მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.

ლაცაბიძის თქმით, პირველ ეტაპზე რამდენიმე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მოხდება. მათ შორისაა თბილისის ქუჩის N26, რომლისთვისაც 400 000 ლარი დაიხარჯება და რჩეულიშვილის N2, რომლისთვისაც 800 000-მდე გამოიყოფა.

გარდა ამისა, გამაგრება/რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩაპაევის, გორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე არსებულ ავარიულ კორპუსებსაც.

"რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება/რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ვიმუშავეთ მთელმა გუნდმა. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ განვიხილავთ ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამასაც, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. თბილისის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რომელიც სწრაფ ჩარევას საჭიროებს.

გამზადებულია პროექტი, რომლის ღირებულებაც არის 400 000 ლარი. ამ ტიპის კორპუსები გვაქვს კიდევ რამდენიმე რუსთავში და შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კორპუსების რეაბილიტაცია/აღდგენის პროგრამა",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძის თქმით, კორპუსების გამაგრება/აღდგენას დიდი თანხები სჭირდება, რის გამოც საჭირო ფინანსების მოძიება მოხდება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდანაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები