რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მაიაკოვსკის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.