რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

2021-11-16 11:05:56

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო.

სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნები მორთო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" აზუსტებს დეტალებს, რომელ ქუჩებზე მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები და რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.