კორონავირუსის 4 მსხვერპლი რუსთავში

2021-11-15 18:47:44

რუსთავის კოვიდკლინიკებში 13, 14 და 15 ნოემბერს კორონავირუსს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1 მამაკაცი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. როგორც კლინიკური დირექტორი მანანა კაპანაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი 78 წლის მამაკაცია და მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული.პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

3 ინფიცირებული გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. როგორც ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განაცხადა, გარდაცვლილებს შორის 2 70 წლამდე ქალია, ხოლო ერთი 58 წლის მამაკაცი.

არცერთი მათგანი არ ყოფილი ვაქცინირებული და სამივეს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები