თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და უცხოელი ბინზნესმენები, რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, სურსათის ეროვნული სააგენტო, დარგის ექსპერტები და სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი სააგენტოების წარმომადგენლები. სააგენტოსთან ერთად ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ოფისი და რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. ფორუმზე უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; ფორუმის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ, ასევე ნაჩვენები იქნება პრეზენტაციები სამშენებლო სფეროში და აგრობიზნესში დაგეგმილი ინვესტიციების შესახებ, ხაზგასმული იქნება რძის და ხორცის სექტორების განვითარების მნიშვნელობა ქვემო ქართლის რეგიონისთვის. საუბარი მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის ახალ რეგულაციების და ამ სფეროში სახელისუფლებო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ინიციატივებზე. ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით დასაერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.