რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩახერგვის გამო დაკავებული "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ირაკლი კუკანია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა დაეკისრა 2 000 ლარიანი ჯარიმა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნატა თედეშვილმა მიიღო.
სასამართლოს ეზოში დაკავებულის მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.
ცნობისთვის, ირაკლი კუკანია, სამართალდამცავებმა ორი დღის წინ იმ დროს დააკავეს, როცა ის სუს-ის ადმინისტრაციის სამხარეო შენობასთან საკუთარი ავტომობილით მივიდა და შესასვლელის ბლოკირება სცადა. მას სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.