რუსთავის თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს საიდანაც ირკვევა რომ კორონავირუსით მსახიობი ნუკრი გამყრელიძე გარდაიცვალა.
"კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა ვერაგმა ვირუსმა. რუსთავის თეატრის ძველი თაობის პლეადას ზაალ (ნუკრი) გამყრელიძე გამოაკლდა, რომელიც რუსთავის თეატრის დასს დაარსებიდან მალევე შემოერთდა და ბოლომდე ერთგულად იდგა სცენასა და მთავარ გულშემატკივართა რიგებში.
განსაკუთრებულად მძიმეა ეს წუთები მისი უსაყვარლესი მეუღლისა და ჩვენი ასევე ძვირფასი მსახიობის, ლარისა ხაჭაპურიძისთვის, რომელსაც გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე წუთებში. მშვიდობით, ბატონონ ნუკრი, ღმერთმა აცხოვნოს თქვენი სული", - ნათქვამია რუსთავის თეატრის მიერ გავრცელებულ წერილში.