რუსთავში კიკ-ბოქსინგში ღია რინგი ჩატარდა [video]

2021-11-13 19:05:41

რუსთავში, კიკ-ბოქსინგში ღია რინგი ჩატარდა. შეჯიბრს "როალ ფიტნესის" სპორტ-დარბაზმა უმასპინძლა. [ვიდეო/video]

რინგზე ერთმანეთს "როაილ ფიტნესისა" და "ალფა გრინ ჯორჯიას" საბრძოლო კლუბების მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

"როაილ ფიტნესის" მწვრთნელის, შალვა მამაცაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსურველები იქნებიან, დარბაზი მზადაა მსგავს ღონისძიებებს ყოველ შაბათ-კვირას უმასპინძლოს.

"დღეს როიალ ფიტნესში ჩატარდა ღია რინგი კიკ-ბოქსინგში. გვყავდა ალფა გრინის დარბაზიდან სტუმრები, სპორტსმენები, კარგი ბიჭები იყვნენ, ჩვენთანაც კარგი ბიჭები იყვნენ და საერთო ჯამში, კარგი ორთაბრძოლები გამოვიდა. თუ ვინმეს სურვილი ექნება, საქართველოს მასშტაბით რომელიმე საბრძოლო კლუბს ჩვენთან შეხვედრის, ყოველ შაბათ-კვირას ვეპატიჟებით, როიალ ფიტნესის კარი ყველასთვის ღიაა", - განაცხადა შალვა მამაცაშვილმა.

"ალფა გრინ ჯორჯიას" ვიცე-პრეზიდენტის, გიგი შალამბერიძის განცხადებით, ღია რინგი ბავშვებისთვის გამოცდილების შეძენას ემსახურებოდა.

"გვიმასპინძლეს და მოვაწყეთ ეს ლამაზი დღე, რომ პატარა გამოცდილება მიიღონ ბავშვებმა. ბავშვები არიან 6 წლიდან 14 წალამდე და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სპარინგ-პარტნიორები ჰყავდეთ და ურთიერთობა ჰქონდეთ სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენ ბავშვებს ერთმანეთთან", - განაცხადა გიგი შალამბერიძემ.

კიკ-ბოქსინგში ჩატარებულ ღია რინგში 14 ბავშვი ანუ 7 წყვილი მონაწილეობდა.