რუსთავში კოვიდის გამო 6 სკოლაა დახურული

2021-11-12 17:45:48

რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების გამო 6 სკოლაა დახურული.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დახურულია მე-5, მე-7, მე-11, 21-ე, 23-ე და 24-ე სკოლები.

ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში 50 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.